Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტამ იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გასული კვირების განმავლობაში იტალიურ მედიაში ინტერის დირექტორის ბეპე მაროტას იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშრებით ბევრი დაიწერა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად იტალიელმა გააკეთა.

„იუვენტუსში გატარებული წლები წარსულს ჩაბარდა. მე ტურინში გატარებულ პერიოდთან ბევრი პოზიტივი მაკავშირებს, მაგრამ ჩემი ისტორია იუვეში უკვე დასრულდა.

„ინტერში ყოფნით და გუნდის არჩეული კურსით ბედნიერი ვარ. ჩემი მთელი კონცენტრაცია ახლა ინტერზე და მის სამომავლო წარამტებაზეა მიმართული.“