Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტამ ონანას მიმართ ინტერესი დაადასტურა

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ნერაძური აიაქსის კარის დარაჯის ანდრე ონანას სიტუაციას აკვირდება და მის გაფორმებას შეეცდება.

ონანას აიაქსთან მიმდინარე კონტრაქტი ნიდერლანდელებთან სეზონის ბოლოს ეწურება და ის ინტერში ჰანდანოვიჩის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

„ჩვენ მარკეტს ყურადღებით ვაკვირდებით და თუ გუნდის გაძლიერების შანსი გაჩნდა, ამის გაკეთებას აუცილებლად ვეცდებით.

„ონანა მართლაც არის იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი, რომლის სიტუაციასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით.“