Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტას ‘იტალიური’ ინტერის ხილვა სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის გენერალურ დირექტორს ბეპე მაროტას ინტერში მეტი იტალიელი ფეხბურთელის ხილვა სურს და ამისთვის მან ორი სატრანსფერო სამიზნე უკვე შეარჩია.

Calciomercato-ს ცნობით, მაროტას ბენეამატას რიგებში სასუოლოს 22 წლის დავიდე ფრატეზისა და 24 წლის ატალანტას მატეო პესინას ხილვა სურს, რომლებიც მატიას ვესინოსა და არტურო ვიდალის შემცვლელები გახდებიან, ფეხბურთელების, რომლებსაც ინტერთან კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნერაძური მათ ახალ ხელშეკრულებებს შესთავაზებს.