მაროტა:“ჰაკიმის ტრანსფერი ხვალ დაიხურება“

ინტერის დირექტორი იმედოვნებს,რომ აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი ხვალ დაიხურება და ფეხბურთელი ინტერის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

„გუნდის და ჟანგის ოჯახის მთავარი ამოცანა გუნდში ინვესტიციის ჩადება და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა,რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

„არ დავმალავ,რომ ჰაკიმის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება და იმედი მაქვს,რომ ხვალისთვის ტრანსფერს დავხურავთ.

„პიერო აუსილიომ მოლაპარაკებებში დიდი შრომა გაწია,ჩვენ საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ და იმედი მაქვს,რომ ხვალ გადამწყვეტი დღე იქნება.“

მაროტამ სანდრო ტონალის ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.

„როგორც უკვე გითხარით,გუნდი მაქსიმალურად ცდილობს,რომ ინტერის საერთო დონე კიდევ უფრო აწიოს.

„ჰაკიმის სიტუაცია ყველას ნათლად ანახებს,რომ ინტერი უძლიერესი ფეხბურთელების გაფორმებას ცდილობს,თუმცა კონკრეტულ სახელებზე ახლა ვერ ვისაუბრებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.