Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ არანაირი ალიბი არ გვაქვს“

ინტერის გენერალური დირექტორის კომენტარი მატჩის წინ.

„ჩვენ კორონა ვირუსის მოხშირებული შემთხვევების გამო ძალიან რთული კვირა გვქონდა, რაც ფეხბურთელების ნაკრებებში ყოფნამ უფრო გაართულა, თუმცა როგორც გუშინ ანტონიო კონტემ თქვა, ჩვენი ალიბი არ უნდა გახდეს. თითოეულმა ფეხბურთელმა ინტერის მაისურს პატივი უნდა სცეს და გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„ეს პირველი მილანური დერბი იქნება, რომელსაც მაყურებელი არ დაესწრება, რაც ძალიან ცუდია. გულშემატკივრების არყოფნა ფეხბურთელების მოტივაციაზეც მოქმედებს, რადგან ყველამ იცის, რომ ხალხის მხარში დგომა მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს დამატებით ენერგიას აძლევს.“

ინტერი იყო არის ერთადერთი გუნდი სერია ა-ში, რომელმაც გასულ წელთან შედარებით სახელფასო ჭერი გაზარდა.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებოდით. ახლა გუნდი უფრო ძლიერია და უფრო ღრმა შემადგენლობა გვყავს, ჩვენ განვითარების გაგრძელება გვსურს.“