Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ახალი კონტრაქტი ინძაგის ?…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ რეალთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ახალი კონტრაქტი ინძაგის ? ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ინძაგი ინტერის რიგებში ბედნიერია, ჩვენ კი მისი შესანიშნავი მუშაობით კმაყოფილები ვართ და ასეთ მოკლე დროში მისი მიღწევებით ვამაყობთ.

„შეგვიძლია თუ არა ფინალამდე მისვლა ? ვფიქრობ, რომ ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე გამორიცხული არაფერია და ჩვენ აუცილებლად ამბიციურები უნდა ვიყოთ.

„მთავარი არის ის, რომ თითოეულმა ინტერის ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე ნერაძურის მაისურით გადის გააანალიზოს, თუ რამდენად დიდი გუნდის ღირსებას იცავს. საბედნიეროდ ამ ასპექტში ჩვენ პრობლემა არასოდეს გვქონია, რადგან ინძაგი შესანიშნავ ტაქტიკოსთან ერთად, არაჩვეულებრივი მოტივატორია.

„ჩვენ უკვე ლიგაზე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვართ, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.“