Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ბელერინი და ლაცარი კარგი ფეხბურთელები არიან…“

ბეპე მაროტამ, რომელმაც აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერი დაადასტურა, მის პოტენციურ შემცვლელებზე: ჰექტორ ბელერინისა და მანუელ ლაცარიზე ისაუბრა, რომელთა სახელებიც ინტერს მედიაში არაერთხელ დაუაკვშირეს.

„ორივე მათგანი ძალიან კარგი და საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ მშვიდად მოქმედება გვმართებს. ინტერი დიდ ინვესტიციას ვერ განახორციელებს, ამიტომ მეტი კრეატიულობის გამოჩენა მოგვიწევს.

„ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბევრი ფულის დახარჯვას თითქმის ვერც ერთი გუნდი ვერ მოახერხებს.

„დრაგოვსკი-სენსის შესაძლო ბარტერი, ასეთი შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.“