Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ბროზოვიჩი ? ჩვენ ოპტიმისტურები ვართ“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ შახტართან მატჩის წი ნკომენტარი გააკეთა.

„წინ კიდევ ერთი რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით, რომლის გამოყენებითაც დღეს გამარჯვებას და პლეი-ოფისკენ დიდ ინაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, რაც სეზონის პირველი მიზანი გახლავთ.

„ბროზოვიჩის კონტრაქტი ? ჩვენ ლაუტაროს და ბარელას ხელშეკრულებები უკვე გავახანგრძლივეთ და გუნდის ლიდერების შენარჩუნებაზე მუშაობას ვაგრძელებთ. ბროზოვიჩმა იცის, რომ ჩვენ მისი გუნდში ხილვა დიდი ხნით გვსურს, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, დრო ჯერ კიდევ ბევრია და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ.

„იყო თუ არა ეს წელი ჩემს კარიერაშ იყველაზე რთული ? ჩვენ ძალიან რთული ზაფხული გამოვიარეთ და ბევრი დაბრკოლების გადალახვა დაგვჭირდა, მაგრამ ჩვენ გუნდისდ ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით და ვაგრძელებთ იმ პროექტს, რომელიც კონტემ დაიწყო და ახლა მას ინძაგი ხელმძღვანელობს.“