Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ დავბრუნდები თუ არა იუვეში ?…“

ბეპე მაროტამ კროტონესთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მაგრამ სკუდეტოსთან ძალიან ახლოს ვართ და ეს ძალიან დიდი შრომის შედეგი იქნება. შესაძლოა ფურცელზე დღევანდელი მატჩი მარტივად მოსჩანს, მაგრამ კროტონე მოტივირებულია და ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველოდება.“

მილანში სტივენ ჟანგი დაბრუნდა.

„ჩვენს პრეზიდენტს სეზონის დასრულება გუნდთან ერთად სურდა. ახლა მომავალზე საუბრის დრო არ არის და როდესაც დრო მოვა, ის კომენტარს აუცილებლად გააკეთებს.

„ახლა თითოეული ჩვენგანი კროტონესთან მატჩზე ვარტ კონცენტრირებულები და გვსურს, რომ ნებისმიერ გამოწვევას შესაბამისი პასუხი გავცეთ.“

9 წლის წინ ანტონიო კონტემ იუვენტუსში გამარჯვების ციკლი დაიწყო. არის თუ არა იუვენტუსისა და ინტერის პროექტებს შორის მსგავსება ?

„გამარჯვების მოპოვება მარტივი არასოდეს არის. მახსოვს წლების წინ, როდესაც იუვენტუსი ჩავიბარეთ, გუნდს დიდი ხანი ტიტული მოგებული არ ჰქონდა და საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყო. ახლა ინტერში ჩვენ თითქმის იგივე სიტუაციაში ვართ და კონტე უდიდეს პატივისცემას იმსახურებს იმ სამუშაოს გამო, რომელიც მან ამ 2 სეზონში ჩაატარა.“

იტალიაში გახშირდა ხმები იმის შესახებ, რომ მაროტა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს.

„არა, ეს ყველაფერი ჭორებია. მე იუვენტუსში კოლეგებთან ერთად ახალი ერა შევქმენი და ამის გაკეთება ინტერშიც მსურს. ჩვენ ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩავყარეთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდება იმ სამწუხარო ასპექტის მიუხედავად, რომ რთულ ფინანსურ სიტუაციაში ვიმყოფებით.“

გათიშვა