Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა და ვოლპი ერიქსენს კოპენჰაგენში ესტუმრებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის გენერაული დირექტორი ბეპე მაროტა და გუნდის სამედიცინო შტაბის უფროსი პიერო ვოლპი უახლოეს პერიოდში კრისტიან ერიქსენს კოპენჰაგენში ესტუმრებიან.

გუშინ მოგახსენეთ, რომ დიდი ალბათობით ერიქსენს ექიმები დღეს გაწერენ და მასზე დაკვირვებას სახლში გააგრძელებენ, რის შემდეგაც მაროტა და ვოლპი დანიის დედაქალაქში გაფრინდებიან.

29 წლის ფეხბურთელის ექიმის თქმით, კრისტიანს გულთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ დაუდგინდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მისი გულის გაჩერება.