Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ დიდ ტრანსფერებს არ უნდა ელოდოთ…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„ყველა გუნდი თავის სატრანსფერო სტრატეგიას ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით გეგმავს და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ.

„გუნდს ყოველთვის სურს, რომ ინვესტიციებსა და შემოსულ თანხებში სწორი ბალანსი იყოს და ეს მხოლოდ ინტერს არ ეხება. ყველა დიდი გუნდი, რომელიც კორონა ვირუსის გამო ფინანსურ პრობლემებს განიცდის, ასეთ სიტუაციაშია. ჩვენ იანვარში ხმაურიან ტრანსფერებს ვერ განვახორციელებთ.“

მაროტამ დაადასტურა, რომ ინტერი ახალ ინვესტორებს ეძებს, თუმცა უარყო ხმები, რომ Suning-ი ინტერის გაყიდვას აპირებს.

„პრეზიდენტმა ინტერის შესაძლო გაყიდვაზე უკვე ისაუბრა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ Suning-ი აქციების უდიდესი ნაწილის მფლობელი დარჩება.

„ყველა გუნდი რთულ სიტუაციაშია და სტაბილურობის შენარცუნება თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვერ შევძლებთ ისეთი სატრანსფერო ფანჯრის ნახვას, როგორიც პანდემიამდე იყო.“