Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ დიმარკო ინტერის აწმყო და მომავალია…“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ნერაძურის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

ნერაძურის ბოლო დღეებში კალიარის ურუგვაელ ფეხბურთელს ნაიტან ნანდესს უკავშირებენ.

„ნანდესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ის კალიარის რიგებში ირიცხება და ჩვენ მის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ დაგვიწყია, ამას უახლოეს პერიოდში არც ვაპირებთ.

„დიმარკო ? ფედერიკო ინტერის აწმყო და მომავალია. ინძაგი მას ყურადღებით აკვირდება და თუ ის მიიჩნევს, რომ დიმარკო მზად არის, მაშინ ჩვენ ფეხბურთელს იჯარით აღარ გავუშვებთ.“