Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ ერიქსენი პროფესიონალიზმის მაგალითია, თუმცა…“

ჯუზეპე მაროტამ შახტართან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ინტერს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ და იმედი უნდა იქონიონ, რომ რეალი – გლადბახის მატჩი ფრედ არ დასრულდება.

„დღეს ჩვენთვის შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გავაგრძელებთ.

„ჩვენი მთავარი მიზანი სეზონის სტარტზე გუნდის განვითარება იყო და ჩვენ ამას ვაკეთებთ, თუმცა სხვადასხვა ფაქტორების გამო ზოგჯერ ისე ეფექტურად წინ ვერ მივიწევთ, როგორც გვსურდა.

„ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენა გუნდს ფინანსური სარგებლის გარდა ძალიან დიდ გამოცდილებასაც მოგვიტანს, ამიტომ 3 ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

„ერიქსენი ? ის პროფესიონალიზმის მაგალითია, თუმცა ანტონიო კონტეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“