Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ ერიქსენი სატრანსფერო სიაშია“

ვერონასთან მატჩის წინ ინტერის დირექტორმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიქსენი, რომელიც ამჟამად დანიაში იმყოფება, სატრანსფერო სიაშია და შესაძლოა გუნდი დატოვოს.

„დღევანდელი მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე დავისვენებთ და კონტეს შევხვდებით. ეს ჩვეულებრივი, გეგმიური შეხვედრა იქნება, რომელზეც სეზონის პირველ ნაწილს შევაჯამებთ და სატრანსფერო ფანჯრის წინ სტრატეგიას შევიმუშავებთ.

„ბოლო პერიოდში ინტერს არაერთი სახელი დაუკავშირეს, რომლებიც ჩვენი ყურადღების სფეროში არ არიან, თუმცა თითოელუ მათგანზე საუბარს ახლა არ ვაპირებ.

„ერიქსენი ? ის სატრანსფერო სიაშია და თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ და ფეხბურთელს ამის სურვილი ექნება, კრისტიანი გუნდს დატოვებს. სამწუხაროდ ის ინტერს ვერ მოერგო და გუნდისთვის ფუნდამენტალური მოთამაშე ვერ გახდა.

„მისი პროფესიონალიზმში და ტალანტში ეჭვის შეტანა სისულელე იქნება, უბრალოდ არის სიტუაციები, როდესაც ფეხბურთელი და გუნდის ფილოსოფია ერთმანეთს ვერ ეწყობიან.“