Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ ერიქსენი უდიდესი პროფესიონალია“

ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან ერიქსენის შესახებ ისაუბრა და ლაუტარო მარტინესის კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი.

„ინტერი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია და აქ  სათადარიგო მოთამაშეები არ არსებობენ. ფეხბურთელები არა მოედანზე გატარებული წუთებით, არამედ მათ მიერ გაწეული სამუშაოთი უნდა შეაფასონ.

„ერიქსენი ? ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და უდიდესი პროფესიონალია. მწვრთნელი მას ენდობა და იცის, რომ როდესაც კრისტიანი მოედანზე შევა, ის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს.

„ლაუტაროს კონტრაქტი ? ჩვენ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც თავიანთ ღირებულებას ყოველდღიურად ამტკიცებენ, კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს.

„ლაუტაროს აგენტთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და არანირი პრობლემა არ არსებობს. ის ჩვენი პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ხელშეკრულების გაფორმება უბრალოდ დროის საკითხია.“