Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ზეწოლა ინტერისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ბროზოვიჩის კონტრაქტი ?…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან პრესტიჟული ტიტულია, ჩვენ იტალიურ დერბის ვთამაშობთ და მატჩში სასწორზე ტიტული დევს, ამიტომ წინ შესანიშნავი სანახაობა გველოდება.

„ასეთი მატჩების წინ რაიმე სტატისტიკაზე ან ფავორიტებზე საუბარი სრულიად უადგილოა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ.

„ბროზოვიჩის კონტრაქტი ? რაც ყველაზე მთავარია, ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთებას მოვახერხებთ.

„ვგრძნობთ თუ არა ზეწოლას იმის გამო, რომ ჩვენ ყველა ფავორიტებად მიგვიჩნევენ ? არა, ინტერის რიგებში თამაში ნიშნავს იმას, რომ თითოეული ფეხბურთელი ასეთი ზეწოლისთვის მზად უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ამას ყველა კარგად ხედავს.“