Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ იკარდი იუვეში ? მისი დაბრუნება კარგი იქნებოდა…“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ნერაძურის ყოფილი კაპიტანი შესაძლოა იუვენტუსში აღმოჩნდეს, კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ ახლა სერია ა ელდორადო არ არის, როგორიც ის 90-იანებში იყო. ახლა ეს უფრო გარდამავალი ჩემპიონატია და ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ ტოვებენ ტალანტები იტალიას და სათამაშოდ ინგლისში მიდიან.

„იკარდი იუვეში ? მაურო ჩვენი ფეხბურთელი აღარ არის, ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩემი მოვალეობა ნაკლებადაა, თუმცა ერთი რამის თქმა შემიძლია, ის ძალიან ხარისხიანი ფორვარდია, რომელიც იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში სერია ა-ს დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.“