Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:” იმედგაცრუებულები ვართ”

ბეპე მაროტამ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთ.

„ჩვენ არსებულ სიტუაციას კარგად ვააანალიზებთ, მაგრამ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ. ჩვენი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსები ჩვენ ვართ და ვიცით, თუ რა ასპექტებში გვაქვს მოსამატებელი.

„ერიქსენი ? ის ჩვენი გუნდის ნაწილია, დღეს ის ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, მეტის თქმა ამ საკითხზე არ შემიძლია.

„არის თუ არა ინტერი ვალდებული, რომ სკუდეტო მოიგოს ? ახალი ერა გუნდში გასულ სეზონში დაიწყო. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ძალიან დიდი იმედგაცრუებაა და ჩვენ გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შედეგები დავდოთ.

„მე გუნდს ყოველდღე ვაკვირდები და გარწმუნებთ, რომ ის პროცესი, რომლის დამსახურებითაც შარშან ევროპა ლიგის ფინალში ვითამაშეთ, გრძელდება.

„გასულ წელიწადნახევარში ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და მზად ვართ, ასეთი ტემპით გავაგრძელოთ მუშაობა.“