Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ინტერის შემადგენლობა 90 პროცენტით ჩამოყალიბებულია“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ სერია ა-ს წილისყრის შემდეგ (იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გასულ სეზონში მოვახერხეთ და მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი სკუდეტო, თუმცა ეს ინტერის პროექტის მხოლოდ დასაწყისია.

„ნერაძურის შემადგენლობა 90 პროცენტით უკვე ჩამოყალიბებულია და ჩვენ გასულ წლებში ძლიერი ბირთვის ჩამოყალიბება მოვახერხეთ, რომელიც მომავალი გეგმებისთვის კარგი საფუძველი გახდება.

„ახლა ჩვენ შემადგენლობის დასრულებას შევეცდებით, მათ შორის ჰაკიმის შემცვლელის მხრივ. ფინანსური სიტუაციის გამო ძვირიანი ტრანსფერი ყველას უჭირს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გუნდის დონე არ დაეცეს.“

ინტერს არსენალის ჰექტორ ბელერინის და პსვ-ს დენზელ დამფრის უკავშირებენ.

„მედიაში ბევრი სახელი ვრცელდება, მაგრამ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია.

„ერიქსენი ? პირველ რიგში ჩვენ უბედნიერესები ვართ, რომ ის ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება.

„მის მოედანზე დაბრუნებას რაც შეეხება, ამ სიტუაციას დეტალური ანალიზი სჭირდება და ახლა ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა.

„ჩალჰანოღლუს ტრანსფერი ? ეს მილანის მიმართ რაიმე სახის უპატივცემულობა არ ყოფილა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო და ეს შანსი გამოვიყენეთ. შესაძლოა შემდეგში მილანი გაიფორმებს ისეთ ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტიც იწურება.“