Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ინტერი ამ მომენტისთვის უსაფრთხოდაა…“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ სასუოლოსთან მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და ბროზოვიჩის კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება.

„რატომ არ ვართ ჩემპიონთა ლიგაზე ისეთივე პროდუქტიულები, როგორც სერია ა-ში ? ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რადგან ჩვენ როგორც რეალის, ასევე შახტარის წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩები ჩავატარეთ და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. სეზონის ამ ეტაპზე რაიმე სახის დასკვნის გამოტანა ადრეა, ჩვენ გვჯერა, რომ ჯგუფის დაძლევას მოვახერხებთ.

„ჩვენი ფინანსური სიტუაცაი ? რთული ფინანსური სიტუაცია არა მხოლოდ ინტერს, არამედ ევროპის ნებისმიერ გუნდს აქვს, რაც პანდემიის გამოა გამოწვეული. მე გარწმუნებთ, რომ ამ მომენტში ინტერს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ჩვენ ხელფასებს გეგმის მიხედვით ვიხდით. სამწუხაროდ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა მოგვიწია, მაგრამ ფინანსური ბალანსი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.

„სჭირდება თუ არა გუნდს ინვესტორებისგან ახალი ფინანსები ? ეს გუნდის აქციონერების გადასაწყვეტია, მაგრამ ფეხბურთელების გაყიდვის შემდეგ, ამ მომენტისთვის ჩვენ ფინანსურად უსაფრთხოდ ვართ. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს სწორი არ იქნება. ჟანგმა გუნდში მოსვლის დღიდან 700 მილიონზე მეტი დახარჯა, გუნდს არაფერი ემუქრება.

„ბროზოვიჩის კონტრაქტი ? მე და აუსილიო ფეხბურთელების კონტრაქტებზე აქტიურად ვმუშაობთ. ზოგი ფეხბურთელი გასულ წლებში ნაჩვენები თამაშის გამო ხელფასის გაზრდას იმსახურებს და ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.“