Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ ინტერი ყველაზე რთულ ჯგუფშია“

გლადბახთან მატჩის წინ კომენტარი ბეპე მაროტამ გააკეთა.

„მოულოდნელატ ეს ჯგუფი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დაბალანსებული და რთული გახდა. ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად 6 ქულა გვჭირდება, ამიტომ დარჩენილ ორ ტურში გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით.

„ვფიქრობ, ბოლო ტური როგორც ჩემპიონთა ლიგისთვის, ასევე ევროპა ლიგისთვის გადამწყვეტი იქნება და ჩვენი ბედი იქ გაირკვევა.

„კონტე ? ის ძალიან მონდომებულია. მისი სამუშაოსადმი მიდგომა ყველამ ვიცით, სწორედ ამიტომ მოვიყვანეთ ის ინტერში. ჩვენ სირთულეებისთვის თავიდანვე მზად ვიყავით და გუნდი ისეთივე ერთიანია, როგორც სეზონის სტარტზე იყო.“