Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ინტერი ხელფასებს დროულად გადაიხდის“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ამ სეზონში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ, რაც მწვრთნელის, ფეხბურთელების, მთლიანად გუნდის და მფლობელების დამსახურებაა. შესაძლოა ჩვენ ამ წარმატების მასშტაბებს ვერც კი ვაანალიზებთ.

„მართალია გუნდში გარკვეული ფინანსური პრობლემები არსებობს, თუმცა მედიაში ზედმეტად გაზვიადებული ინფორმაციები ვრცელდება და გარწმუნებთ, რომ ფეხბურთელები ხელფასებს თავის დროზე მიიღებენ.

„გავყიდით თუ არა ფეხბურთელებს ? ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა სეზონის დასრულება და იმ მიღწევებით სიამოვნების მიღებაა, რომლისთვისაც ბევრი ვიშრომეთ, შემდეგ კი გუნდი ყველა საჭირო დეტალს გაახმაურებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ისეთ რთულ სიტუაციაში არ ვართ, რომ ყველა მიღწევას ხაზი გადავუსვათ, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.

„პანდემიამ თითოეულ გუნდს დიდი პრობლემები მოუტანა, მაგრამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვნით.

„იქნება თუ არა კონტე ინტერის თავკაცი მომდევნო სეზონში ? როგორც გუნდის დირექტორი, ამის იმედი მაქვს. კონტეს დახმარებით გუნდმა 2 წლის წინ ახალი ეპოქა დაიწყო, რომელმაც სკუდეტომდე მიგვიყვანა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სირთულეებს გადავლახავთ და კონტე გუნდში დარჩება.“