Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ინტერს უკანონო არაფერი ჩაუდენია“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და ნერაძურის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

„გუშინ გუნდმა ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი უკვე გააკეთა. ინტერს არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია, ჩვენ მშვიდად ვართ და გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ.

„ვიფიქრებდი თუ არა სეზონის სტარტზე, რომ ზამთრის ჩემპიონები გავხდებოდით ? ზაფხულში გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ რთული წარმოსადგენი იყო, რომ თავიდანვე ასეთ კარგ შედეგს მივიღებდით, ამიტომ ინტერში მომუშავე თითოეულ ადამიანს ამ შედეგებისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის.

„რა თქმა უნდა, ცალკე აღსანიშნავია სიმონე ინძაგი, რომელმაც რთულ მომენტში ლიდერის თვისებები გამოავლინა და ანტონიო კონტე დიდებულად შეცვალა.“