Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ინტერში დარჩენა მსურს, ლაუტაროს და ბასტონის კონტრაქტებზე პრობლემა არ იქნება“

ინტერის დირექტორის ბეპე მაროტას თქმით, ის გუნდის დატოვებას არ აპირებს.

„მე ინტერში მოსვლის პირველი დღიდან Suning-ის წარმომადგენლებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ეს თავგადასავალი ერთად გავაგრძელოთ, რომელმაც უკვე ძალიან კარგი შედეგები მოგვცა.

„ინტერი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი გუნდია და ჩვენ გვსურს, რომ ერთად ტიტულების მოგება გავაგრძელოთ.

„ჩვენ, დირექტორებმა გუნდს კონტეს და გამორჩეული ფეხბურთელების გუნდში მოყვანით ძლიერი საფუძველი ჩავყარეთ და გამარჯვების ფორმულას მივაგენით.

„მე კონტესთან ერთად მუშაობის პატივი იუვენტუსში მხვდა წილად და მისი შესაძლებლობები კარგად ვიცოდი, ამიტომ როდესაც ამის შანსი გაჩნდა, მისი გუნდში მოყვანა ინტერის მფლობელებს შევთავაზე და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან გუნდს ძალიან კარგი სპეციალისტი ლუჩიანო სპალეტი წვრთნიდა, თუმცა ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით.

„კონტე ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და ამას გუნდის საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ მისი საქმისადმი მიდგომა მოგვწონს და იმედი გვაქვს, რომ ერთად დიდი ხანი ვიმუშავებთ.

„ის ძალიან ამბიციური ადამიანია, რაც ინტერის დონის გუნდში უმნიშვნელოვანესი რამ არის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად გამარჯვების ციკლს დავიწყებთ და სკუდეტოს მოგებას მომდევნო სეზონშიც შევძლებთ, რადგან ეს ჩვენთვის მე-20 ტიტული იქნება და მაისურზე მე-2 ვარსკვლავის დართვა შეგვეძლება.

„კონტრაქტებზე მიმდინარე მოლაპარაკებები ? ჩვენ მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე შევაჩერეთ, რადგან გვსურდა, რომ თითოეული ფეხბურთელი მხოლოდ მატჩებზე ყოფილიყო კონცენტრირებული.

„ამ მომენტისთვის არც ბასტონისთან და არც ლაუტაროსთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ჩვენ ამ მომენტით სიამოვნების მიღება გვსურს, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა გვექნება.“