Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ინძაგი გუნდს იმაზე მარტივად მიეჩვია, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ Rai Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინძაგი ? სიმართლე რომ გითხრათ, როგორც მე, ასევე გუნდის სხვა წევრებს გვეგონა, რომ სიმონეს ადაპტაციისთვის და გუნდში თავისი იდეების დასანერგად უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებული გამოდგა.

„მან პირველივე დღიდან მუშაობა წარმოუდგენელი შემართებით და მოტივაციით დაიწყო, რაც გუნდის შედეგებზეც აისახება.

„ჰაკიმი და ლუკაკუ ? ინტერმა ძალიან რთული ზაფხული გამოიარა, მაგრამ ჩვენ ის ვარსკვლავი ვიპოვნეთ, რომელსაც მივღებით და საბოლოო ჯამში მან კონტეს, ჰაკიმის და ლუკაკუს წასვლის მიუხედავად საჭირო ბალანსამდე მიგვიყვანა.

„ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი მეორე ვარსკვლავის მოპოვებაა, რომელიც გუნდის მაისურზე აისახება.

„კონტე ? მან ჩვენს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი ითამაშა, რის გამოც მისი მადლიერები ვართ, თუმცა ახლა ინძაგის დროა და დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

„ბროზოვიჩი ? მან ოფიციალურად დაგვიფიქსირა სურვილი, რომ ინტერში დარჩენა უნდა, ახლა კი ჩვენ ეკონომიკური შეთანხმების პოვნა მოგვიწევს.“