Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ კონტეს ბედი მომდევნო კვირას გადაწყდება…“

ბეპე მაროტამ იუვენტუსთან მატჩის წინ ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

„კონტე გამარჯვებული მწვრთნელია და მან ეს ინტერში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მისნაირი სპეციალისტები ამბიციურები არიან და საბედნიეროდ მისი ეპოქა ინტერში ტრიუმფალურად დაიწყო.

„მომდევნო კვირაში, ან შესაძლოა უფრო ადრეც, კონტე სტივენ ჟანგს შეხვდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მუშაობას ერთად გავაგრძელებთ.”