Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ ლაუტაროსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვჩქარობთ“

ინტერის დირექოტრმა გლადბახთან მატჩის წინ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„აშრაფ ჰაკიმის ტესტზე პასუხი უეფასგან თამაშამდე 48 საათით ადრე მივიღეთ, თუმცა უეფას პროტოკოლის მიხედვით, თუ გუნდში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10-ზე ნაკლებია, არანაირი შეზღუდვის დაწესება საჭირო არ არის, ამიტომ მატჩის გადადებაზე საუბარიც არ ყოფილა.

„სანჩესი სასტარტო შემადგენლობაში ? ძალიან უნიკალური სეზონია, კორონა ვირუსის გარდა დიდ პრობლემას დატვირთული გრაფიკი გვიქმნის და როტაციას აუცილებელს ხდის.

„ლაუტაროს კონტრაქტი ? მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ახალ კონტრაქტზე ავჩქარდეთ.“