Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ მარკოს ალონსო ინტერის სატრანსფერო სიაში არ არის“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ მარკოს ალონსოს ინტერში შესაძლო ტრანსფერზე და ნაინგოლანზე ისაუბრა.

„მარკოს ალონსო ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის ჩვენს სატრანსფერო სამიზნეებში არ არის.

„ნაინგოლანი ? ისეთი ფეხბურთელების გუნდში დატოვება, რომლებსაც ეს არ სურთ, ცუდი იდეაა.“

მაროტამ კომენტარი იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზეც გააკეთა, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა პატენოპეი ტურინში ჩასვლას ვერ ახერხებს.

„ჩვენ კიდევ ერთი უცნაური სეზონი დავიწყეთ. მე არავის განსჯას არ ვაპირებ, რადგან სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ასეთი შემთხვევებისთვის არის გარკვეული პროტოკოლები, რასაც ყველა უნდა დავემორჩილოთ.“