Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ პოგბას ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი იყო…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ თავის კარიერაში საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა და მისი თქმით, პოლ პოგბას იუვენტუსში გაფორმება და შემდეგ მისი გაყიდვა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ტრანსფერი იყო.

2012 წელს იუვენტუსმა პოლ პოგბა მანჩესტერიდან უფასოდ გაიფორმა, 4 წლის შემდეგ კი ბიანკონერიმ ფრანგი ფეხბურთელი წითელ ეშმაკებს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიყიდა.

„წელი, როდესაც ჩვენ პოგბა 105 მილიონის სანაცვლოდ გავყიდეთ, რასაც შემდგომში 10 მილიონი ბონუსებით დაემატა, ამ თანხით კი გონსალო იგუაინი შევიძინეთ, საუკეთესო იყო.

„ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და წარმატებული ტრანსფერი იყო, რადგან ჩვენ უფასოდ გაფორმებული ფეხბურთელის სანაცვლოდ წარმოუდგენელი თანხა გამოვიმუშავეთ, რაც სუფთა მოგება გახლდათ, ამიტომ ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი ტრანსფერი იყო.