Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ რომასთან 3 ქულის მოპოვება გვსურს, ბროზოვიჩი ?…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ რომასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან კარგ, საინტერესო და ხარისხიან სანახაობას ველოდები. რომას შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა ჩვენ ჩვენი წარმატებული სვლის გაგრძელება გვსურს.

„ბროზოვიჩის კონტრაქტი ? ჩვენ მის აგენტთან ხშირი საუბარი გვაქვს. ჩვენი თითოეული ფეხბურთელი ინტერში თამაშს იმსახურებს და მათ იციან, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. თუ ფეხბურთელს ინტერში დარჩენა სურს, შეთანხმება პრობლემა არ იქნება.

„მიცდია თუ არა ჩემს გუნდებში მოურინიოს მიყვანა ? არა, ჩვენი გზები არ გადაკვეთლა. ჟოზე დიდებული სპეციალისტია, თუმცა როდესაც მე მწვრთნელს ვეძებდი, ის ყოველთვის დაკავებული იყო. მან ინტერში დიდებული სეზონი ჩაატარა, რომელსაც ინტერში არავინ დაივიწყებს, თუმცა ახლა ის ჩვენი მეტოქეა, რომლის დამარცხებასაც ყველანაირად ვეცდებით.“