Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ რომელუ ლუკაკუ არ იყიდება“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც ლუკაკუს დაბრუნებას ჩელსი ცდილობდა და ლონდონელები ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდნენ.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლუკაკუ არ იყიდება. რომელუ ჩვენი გუნდის უმნიშნელოვანესი წევრია, რომელიც სიმონე ინძაგის მთავარი იარაღი იქნება.“

27 წლის ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც ნერაძურის რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა, ინტერს ხვალ დაუბრუნდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.