Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ტიტულს სტაბილურობა იგებს“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ნერაძური გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და სხვა გუნდების შედეგები ნაკლებად გვაინტერესებს. ჩემპიონატი ძალიან გრძელია და ადრე თუ გვიან თამაშს ყველა წააგებს, ტიტულს კი ის გუნდი იგებს, რომელიც მეტად სტაბილური იქნება.

„სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ახლა საბოლოო შედეგზე ფიქრის დრო არ არის. ლაციო ძალიან კარგ ფორმაშია და დღეს ურთულესი თამაში გვექნება, შემდეგ კი მილანთან გვიწევს დაპირისპირება და თუ ტიტულზე გვაქვს პრეტენზია, ეს ტესტები წარმატებით უნდა ჩავაბაროთ.

„ფეხბურთელებმა არ უნდა დაივიწყონ, თუ რამდენად დიდი პატივია ატარო ინტერის მაისური და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.“