Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მაროტა:“ უეფა უფრო ზუსტი უნდა იყოს“

ჯენოასთან მატჩის წინ ინტერის დირექტორმა აშრაფ ჰაკიმის სიტუაციაზე ისაუბრა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმ მიდგომით, რაც უეფასგან ამ საკითხთან მიმართებაში დავინახეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ისინი ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან. ჰაკიმიმ უკვე ორი ტესტი გაიკეთა და ორივე მათგანზე პასუხი უარყოფითია, ამიტომ მას დღეს თამაშის საშუალება ექნება.

„სეზონი ახლახანს დაიწყო და პანდემიასთან გაკმლავება ჩვენც გვიწევს, თუმცა ეს თავის გასამართლებელი ალიბი არ უნდა იყოს.

„სკუდეტო ? სერია ა-ს მოგება ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა ჩვენ ტიტულების მოგებაზე პრეტენზია გვაქვს.

„ჩვენს მიერ არჩეული გზის გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ ეს გზა ტიტულამდე მიგვიყვანს.“

ატალანტამ როტაციას მიმართა და დაისაჯა კიდეც, ბერგამოელებმა სამპდორიასთან 3 – 1 წააგეს.

„ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს თამაში. სერია ა-მ და ჩემპიონთა ლიგამ სტარტი თითქმის ერთდროულად აიღო, რასაც სანაკრებო პაუზებიც ემატება და მწვრთნელები ვალდებულები არიან, რომ გაკრვეულ როტაციას მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელების ტრავმები გარდაუვალი იქნება.“