Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ჩვენ გუნდს და მწვრთნელს 100 პროცენტით ვენდობით“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ვიქტორია პლზენთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მოულოდნელი სახეები სასტარტო შემადგენლობაში ? კალენდარის გათვალისწინებით, გუნდი როტაციის გარეშე შორს ვერ წავა. დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რამდენიმე დღეში კი უდინეზეს წინააღმდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანი და რთული დაპირისპირება გვაქვს, ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ ძალები გადავანაწილოთ.

„ონანა ? ჩვენ გაგვიმართლა, გვყავს 2 დიდებული კიპერი და როტაცია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მწვრთნელი ორივე მათგანს ენდობა.

„შეხვედრა დირექტორებსა და გუნდს შორის ? ეს იყო ჩვენი მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ გუნდის და სიმონე ინძაგის ჩვენი სრული ნდობა აქვთ. რთული პერიოდები სეზონის მსვლელობისას ხდება, თუმცა ჩვენ ძლიერები ვართ და ვიცით, რომ ამ სირთულეების გადალახვას შევძლებთ.“