Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ჩვენ კვლავ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ, რომელიც იტალიაში ბევრმა ცნობილმა სახემ შეაქო იმის გამო, რომ კრიზისის მიუხედავად გუნდს ხარისხი შეუნარჩუნა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სერია ა-ს სტარტმა ყველას დაგვანახა, რომ ჩვენ ძალიან დაბალანსებული და საინტერესო ჩემპიონატი გვაქვს, რომელშიც ფავორიტებზე საუბარი ამ მომენტისთვის უბრალოდ შეუძლებელია.

„მართალია იტალიურმა ფეხბურთმა საკმაოდ ფეხბურთელების მხრივ საკმაოდ დიდი რესურსი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ სერია ა-ში უმაღლესი დონის მწვრთნელები დაბრუდნენ, მოურინიოს დაბრუნებამ კი ჩვენი ჩემპიონატის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.

„დარწმუნებული ვარ, რომ სერია ა ამ რთულ ფინანსურ სიტუაციას მოაგვარებს, რამაც გუნდების სატრანსფერო სტრატეგიაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც ჩვენ კვლავ მწვერვალზე დავბრუნდებით.

„ინტერს, როგორც ბევრ უამრავ გუნდს მსოფლიოს მასშტაბით, კრეატიული სატრანსფერო მარკეტის ჩატარება მოუწია, რომლის დროსაც წინასწარ რაიმეს დაგეგმვა შეუძლებელი იყო და ჩვენ უბრალოდ კალაპოტს მივყვებოდით და მის მიხედვით ვმოქმედებდით.

„კორეა-ლაუტაროს დუეტი ? ისინი, შეტევის სხვა წევრებთან ერთად, დიდებულ შეტევის ხაზს შექმნიან და ჩვენ კვლავ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.“