Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ჩჟანი ინტერის აწმყო და მომავალია, ინძაგი ?…“

ინტერის დირექტორმა ბეპე მაროტამ ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ბოლო მატჩებში ჩვენ სასურველი შედეგები ვერ მივიღეთ, ამიტომ დღეს 3 ქულის მოპოვება და რთული სიტუაციის გამოსწორება გვმართებს. ჩვენ პრობლემები აქამდეც გვქონია და ვიცით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.

„ინტერის შესაძლო გაყიდვა ? ეს თემა მედიაში უკვე 2 წელია აქტიურად ტრიალებს. ჩჟანის ოჯახს გუნდი ძალიან უყვარს, მის ქომაგებს კი დიდ პატივს სცემს. მათ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გუნდის საუკეთესო მომავალი უზრუნველყონ, ჩჟანის ოჯახი გუნდის აწმყო და მომავალია.

„ინძაგი ? ჩვენ მას 100 პროცენტით ვენდობით.“