Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ჯეკოს ტრანსფერი მის დაწყებამდე დაიხურა“

ბეპე მაროტამ ბენევენტოსთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იბრას და ლუკაკუს ეპიზოდი ? ყველამ კარგად დაინახა, თუ რა მოხდა იქ. უნდა ვთქვა, რომ ლუკაკუ ძალიან მშვიდი ადამიანია და ასეთი აგრესიული ის პირველად ვნახე.

„ეს არც იტალიური და არც ზოგადად ფეხბურთისთვის კარგი ეპიზოდი არ ყოფილა. ჩვენი, გუნდების ვალდებულებაა, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ, რადგან ბავშვები უყურებენ და მათ საუკეთესო მაგალითი უნდა მივცეთ, ამიტომ ძალადობის ადგილი ფეხბურთში არ არის.

„ჯეკო – სანჩესის ბარტერი ? დღესდღეობით აგენტები თავიანთ თავებს ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევენ და მოლაპარაკებებს ისე იწყებენ, რომ ამის შესახებ გუნდის მესვეურებს არც კი აფრთხილებენ.

„ეს ტრანსფერი იქამდე იყო დასრულებული, ვიდრე დაიწყებოდა, რადგან როგორც ანტონიო კონტემ თქვა, გუნდის შემადგენლობაში ცვლილება არ მოხდება.“