Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ ჰაკიმის გაყიდვა ძალიან მტკივნეული იყო“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ აშრად ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

მოროკოელი ფეხბურთელი პრაიზუკ გუნდს ოფიციალურად გუშინ შეუერთდა და მის სანაცვლოდ ბენეამატა საერთო ჯამში 71 მილიონს მიიღებს.

„ჩვენ წინ ძალიან რთული სეზონი გველოდება. ინტერი თავისი ახალი მწვრთნელით ამაყობს და ის პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, გრძელდება. ჩვენ გუნდში ახალგარდა მწვრთნელი მოვიყვანეთ, რომელსაც გამარჯვების გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, რომ ის ინტერისთვის იდეალური კადრია.

„პანდემიის და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გამო გარკვეული პრობლემები გვაქვს, ამიტომ გეგმების ტარკვეულწილად შეცვლა მოგვიწია, მაგრამ ჩვენი ამბიციები არ შეცვლილა.

„ინტერს იმ გზის გაგრძელება სურს, რომელმაც გასულ სეზონში სანუკვარ ტიტულთან მიგვიყვანა. გუნდის მფლობელებმა ინტერში უკვე 700-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს და გაჩერებას არ ვაპირებთ, მაგრამ ახლა იმ ფაქტორების გათვალისწინება გვიწევს, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და მსოფლიოზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„ჰაკიმის გაყიდვა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად დათმობაზე წასვლა მოგვიწია.

„იმედი მაქვს, მომდევნო სეზონიდან იტალიის მთავრობა ქომაგებს სტადიონზე დაბრუნების უფლებას მისცემს, რაც გუნდისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

„ინტერმა გასულ 2 სეზონში მხოლოდ ბილეთების გამო 100 მილიონის ზარალი ნახა.“