Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ Suning-ი ინტერში დარჩება. გვიღალატა თუ არა კონტემ ?…“

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ საინტერესი თემებზე ისაუბრა.

„რას ნიშნავს ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ? ეს მიმდინარე სეზონში გუნდის პირველი მიზანი იყო, რომელსაც თავი წარმატებულად გავართვით და ამ ყველაფერს ის ფინანსური სარგებელიც ემატება, რასაც პლეი-ოფში გასვლის გამო მივიღებთ და ახლა, როდესაც პანდემიის გამო თითოეული გუნდი ცუდ ფინანსურ სიტუაციაშია, ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი სასარგებლოა.

„ვარ თუ არა გაკვირვებული სიმონე ინძაგის კარგი მუშაობით ? არა, მე მასთან მუშაობის საშუალება მაშინ მქონდა, როდესაც ის ფეხბურთელი იყო და ვიცი, თუ რამდენად პროფესიონალურად ეკიდება თავის საქმეს. კონტეს წასვლის შემდეგ ჩვენ არჩევანი რამდენიმე საათში გავაკეთეთ და ახლა ვხედავთ, რომ არ შევმცდარვართ.

„იყო თუ არა ინძაგი პირველი არჩევანი ? დიახ, ის როგორც ჩემი, ასევე სხვა დირექტორების ფავორიტი არჩევანი იყო. ჩვენ გუნდში იტალიელი მწვრთნელის ხილვა გვსურდა, რომელიც კონტეს სქემისგან არ განსხვავდებოდა და ინძაგი იდეალური კანდიდატი იყო.

„ვგრძნობთ თუ არა, რომ კონტემ გვიღალატა ? ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე არის ის, რომ სპორტი სულ იცვლება და ვითარდება. კონტემ ინტერში შესანიშნავად იმუშავა და დიდებულ შედეგებსაც მიაღწია, ახლა კი ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს.

„გუნდის მფლობელების შესაძლო ცვლილება ? უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჟანგის ოჯახი გუნდის გაყიდვას არ აპირებს. გუნდის პრეზიდენტი სტივენი ინტერზე შეყვარებულია, მათ ბოლო წლებში ნერაძურის გასაძლიერებლად ასობით მილიონი დახარჯეს. პანდემიის გამო ჩვენი პროექტი მცირედით შენელდა, თუმცა ჩვენ გუნდის მფლობელებისგან ჩვენ მხარდაჭერის ნაკლებობა არასოდეს გვიგრძვნია.

„ბროზოვიჩის და პერიშიჩის კონტრაქტები ? თუ ფეხბურთელებს დარჩენა სურთ, ჩვენ მათი შენარჩუნებით ბედნიერები ვიქნებით. მათი სურვილი ფუნდამენტალურია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ახლანდელი ფინანსური სიტუაციის გამო იმავე ხელფასებს ვეღარ შევთავაზებთ, როგორსაც პანდემიის დაწყებამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმების მიღწევას მოვახერხებთ.

„ჩვენი გეგმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ? იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გუნდის პრობლემების მოგვარების პერიოდია. ჩვენ საბედნიეროდ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და ბევრი ხვრელის ამოვსება არ მოგვიწევს. ჩვენ სერია ა-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოვიყურებით, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ზამთარში განსაკუთრებული ტრანსფერები გვჭირდება.

„ხულიან ალვარესი ? ფაქტი, რომ ბაკინი არგენტინაშია, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის არგენტინის და მეზობელი ქვეყნების ჩემპიონატებს აკვირდება და თუ საინტერესო ვარიანტი გამოჩნდა, შემდეგ ამას ერთად განვიხილავთ.

„ვლაჰოვიჩი ? ის დიდებული ფორვარდია. თანამედროვე, ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ნიჭიერი, ის იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია, თუმცა ჩვენ ამ მომენტისთვის ასეთ ტრანსფერებს ვერ განვახორციელებთ.

„გვსურდა თუ არა ლუკაკუს გაყიდვა ? როგორც უკვე ვთქვი, ფეხბურთელის სურვილი ფუნდამენტალურია. რომელუს ჩელსიში წასვლა უნდოდა, ლონდონელებმა კი გაგვიკეთეს ისეთი წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდით. რომ არა ლუკაკუს სურვილი, ჩვენ მას არ გავყიდდით.

„შეცდა თუ არა ანიელი, რომ იუვედან გამომიშვა ? გუნდებში არის ციკლი, რომლის შემდეგ მწვრთნელები, ფეხბურთელები და დირექტორებიც კი ახალი გამოწვევებისთვის არიან მზად. მე იუვენტუსში შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მაგრამ ახლა ინტერის წევრი ვარ და ამით ბედნიერი გახლავართ.

„კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ? ვფიქრობ, რომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სამწუხაროდ ჩვენ გავხდით ჩემპიონატი, რომლის დახმარებითაც ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში ან პსჟ-ში ხვდებიან, ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება ფეხბურთელებს დავადოთ ის ფასი, რომელიც მართებულად მიგვაჩნია.“