Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მაროტა:“ Suning-ი ფინანსურად ძალიან სოლიდურია, იანვარში დიდი ინვესტიცია არ მოხდება“

რომასთან მატჩის წინ ინტერის გენერალურმა დირექტორმა გუნდის ფინანსურ სიტუაციაზე და სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

„მინდა ბოლო დღეებში ინტერის შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ხმებს შევეხო. გუნდის მფლობელები ძალიან სოლიდური ხალხია და მათ არანაირი ფინანსური პრობლემა არ აქვთ. ფეხბურთში ახლა არა მხოლოდ ინტერი, არამედ სხვა ყველა გუნდი ურთულეს სიტუაციაშია და ამას გუნდის ხელმძღვანელობასთან კავშირი არ აქვს.

„როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, იანვარში ინტერი დიდ ინვესტიციას ვერ განახორციელებს, თუმცა ეს გვაძლევს შანსს, რომ არსებული შემადგენლობის პოტენციალის მაქსიმუმი გამოვიყენოთ.“

გათიშვა