მაროტა:“ Suning-მა ინტერში უკვე 600 მილიონი დააბანდა, მაგრამ…“
ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ გუნდის ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ადრე ფეხბურთში იყვნენ ბერლუსკონი, მორატი, სენსი და სხვა, რომელთა მთავარი ამოცანა მხოლოდ გამარჯვება იყო, შემდეგ კი ფული და ფინანსები მოდიოდა.
„დღეისათვის სამწუხაროდ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ბალანსის შენარჩუნებაა და ჩვენ ბიზნეს-მოდელი უნდა შევცვალოთ.
„პანდემიის დაწყებამდე Suning-მა ინტერში 600 მილიონის ინვესტიცია ჩადო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გეგმები პანდემიამ რადიკალურად შეცვალა და ახლა პრიორიტეტი გუნდის კრიზისიდან გამოყვანაა.“