Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსელის პრეზიდენტმა იუვენტუსის სამიზნის იანვარში წასვლა არ გამორიცხა

ბოლო წლებში იუვენტუსის ყველაზე დიდი პრობლემა ნახევარდაცვის ხაზი იყო და ტურინელები ამ პრობლემის მოგვარებას ახალი ფეხბურთელების დამატებით გეგმავენ.

სანამ ბიანკონერის ხელმძღვანელობა აარონ რემსის, არტურის და სხვა ფეხბურთელების მსურველების ძიებაშია, რომლებიც ალეგრის გეგმებში არ შედიან, ტურინელები პარალელურად გუნდის გაძლიერებისთვის პოტენციურ სამიზნეებს არჩევენ და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ტურინულ გრანდს ხშირად უკავშირებენ, მარსელის ახალგაზრდა ნახევარმცველი ბუბაკარ კამარა გახლავთ.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლო თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ მარსელი მის გაყიდვას იანვარში გეგმავს და მარსელის პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ დაადასტურა, რომ თუ გუნდი ‘საინტერესო წინადადებას’ მიიღებს, ფრანგები ფეხბურთელს ზამთარში შეელევიან.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსს კამარას გაფორმება ზამთარში 8-9 მილიონად შეეძლება, თუმცა მათ პირველ რიგში რომელიმე ნახევარმცველის გასხვისება მოუწევთ.