Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსელი ვიდალის ტრანსფერს გეგმავს

ფრანგული მედიის ინფორამციით, არტურო ვიდალი მარსელის სატრანსფერო რადარზე რჩება და ზაფხულში ფრანგები კონკრეტული წინადადების გაკეთებას გეგმავენ.

გამოცემა L’Equipe-ს ინფორამციით, არტურო ვიდალის ტრანსფერი მარსელის თავკაცის ხორხე სამპაოლის პირადი მოთხოვნაა და ჩილელი ფეხბურთელის გაფორმების წინააღმდეგი არც გუნდის პრეზიდენტი პაბლო ლონგორია გახლავთ.

ანტონიო კონტეს ინტერში მისვლის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი ვიდალის გაფორმებას ითხოვდა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და ნერაძური მის გაშვებას გეგმავს, რაც სეზონში ხელფასის სახით გადასახდელ 6 მილიონ ევროს დაუზოგავს.