Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსელი ლეაოს სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის

რაფაელ ლეაოს ტრანსფერზე არაერთი გუნდი მუშაობს და მარსელმა მილანს მის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართა.

MilanNews24-ის ინფორმაციით, ფრანგულმა გუნდმა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ როსონერის 20 მილიონი ევრი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი ლეაოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ფეხბურთელის გაყიდვას 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.