Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსელს ლეაოს იჯარით გაფორმება სურს

ილიმპიკი მარსელი მილანის პორტუგალიელი შემტევის რაფაელ ლეაოს იჯარით გაფორმებას შეეცდება.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის პედრო ალმეიდას ცნობით, ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა მილანს ლეაოს იჯარაზე, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა, უკვე მიმართა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მილანში კიდევ ერთი ცუდი სეზონი ჩაატარა და იტალიურ მედიაში მისი გუნდიდან იჯარით შესაძლო წასვლის შესახებ უკვე არაერთხელ დაიწერა.

მალდინი ლეაოს ტალანტში რწმენას არ კარგავს, თუმცა მისი აზრით ფეხბურთელს განვითარებისთვის რაფაელის უფრო დაბალი დონის გუნდში გადასვლა და ზეწოლის შემცირება პოტენციალის სრულიად გამოვლენაში დაეხმარება, ამიტომ მისი იჯარა გამორიცხული არ არის.