Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსელს რომას ორი ფეხბურთელი სურს

რომა და მარსელი პაუ ლოპესის და ჩენგიზ უნდერის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. არც ერთი მათგანი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის და ჯალოროსი დუეტის გაყიდვას და მიღებული ფულით ახალი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მარსელს პაუ ლოპესის იჯარით აყვანა სურთ, შემდგომში 15 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ეს პუნქტი გარკვეული რაოდენობის თამაშების ჩატარების შემთხვევაში ვალდებულება გახდება.

უნდერს რაც შეეხება, მან გასული სეზონი ლესტერში, იჯარის წესით გაატარა, თუმცა ფონსეკას მსგავსად თურქი ფეხბურთელი არც მოურინიოს სურს და ჯალოროსი ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ ყიდის.