Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარსიალი იუვენტუსში ტრანსფერს დათანხმდა

იუვენტუსი ფორვარდის ძიებას განაგრძობს და ბოლო დღეებში ბიანკონერის მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ანტონი მარსიალი არაერთხელ დაუკავშირეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მარსიალი წითელი ეშმაკების რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და ის იუვენტუსში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ მისი გაყიდვა დაუყოვნებლივ სურთ, იუვენტუსი კი მხოლოდ იჯარას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.