Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მარტინესი და ინტერი შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური ონლაინ-გამოცემა FcInterNews-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ინტერსა და ლაუტარო მარტინესს შორის პოზიტიურად მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ლაუტაროს წარმომადგენლები ინტერისგან სეზონში ანაზღაურების სახით 7,5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა მათ ეს თანხა 6.5 მილიონამდე შეამცირეს და ინტერი მზად არის, არგენტინელ ფეხბურთელს მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. სავარაუდოდ ლაუტარო ახალი კონტრაქტის მიხედვით ინტერში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.