Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარუშიჩს კორონა ვირუსი აქვს

ლაციოს ფეხბურთელს ადამ მარუშიჩს, რომელიც მონტენეგროს ნაკრებში იმყოფება, კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

აქამდე ვირუსი სტეფან იოვეტიჩს და ნებოჯა კოსოვიჩს დაუდასტურდათ და როგორც ჩანს ნაკრებში ვირუსი სერიოზულად არის მოდებული.

ჩირო იმობილეს შემდეგ, იუვენტუსთან მატჩის წინ მარუშიჩი კიდევ ერთი დიდი დანაკლისია.