Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მარჩელო ლიპიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე, იტალიის ნაკრებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ საინტერესო Tuttomercato-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„აქვს თუ არა იტალიის ნაკრებს შეტევაში პრობლემები ? არა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებამე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ და შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ პრობლემებზე საუბარი უადგილოა.

„რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები ნაკრებს გარკვეულ პოზიციებზე აქვს, მაგრამ სრულყოფილი გუნდი არ არსებობს და იმედია ჩემპიონატი მალე ახალ ტალანტებს დაგვანახებს, რომლებიც პრობლემურ პოზიციებს გააძლიერებენ.

„არის თუ არა სკუდეტოსთვის ბრძოლა ორ გუნდს შორის ? არა, მილანმა და ნაპოლიმ კარგი სტარტი აიღეს, მაგრამ ინტერის ჩამოწერა ჯერჯერობით არ შეიძლება, ისინი ტიტულის შესანარჩუნებლად აუცილებლად იბრძოლებენ.

„იუვენტუსის პრობლემები ? არ ვიცი, შესაძლოა მათ გაიარეს გარკვეული გზა, რომელმაც გუნდი იმ წერტილამდე მიიყვანა, რომ მათთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა გახდა.

„ვფიქრობ, რომ მათ საშუალება რომ მისცე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვონ და სერია ა- მე-7 ადგილზე დაასრულონ, ამას დაუფიქრებლად დათანხმდებოდნენ.

„ვის გამოვარჩევდი ახალგაზრდა ფეხბურთელებში ? ყველაზე კარგად ახალგაზრდა ტალანტების პოვნა მანჩინის ეხერხება, ამიტომ დარწმუნბული ვარ, რომ თუ ნაკრებში თამაშის პოტენციის მქონე ფეხბურთელი გამოჩნდა, მას შანსი აუცილებლად ექნება.

„ადრე სერია ა-ში ფეხბურთელების 65 პროცენტი იტალიელები იყვნენ, რაც ნაკრებისთვის კარგი ვარიანტების არჩევის საშუალებას იძლეოდა, ახლა კი ყველაფერი პირიქით არის, მაგრამ საბედნიეროდ ნიჭიერი ფეხბურთელები მაინც გვყავს.

„პიოლი ? მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მისმა სამუშაო ეთიკამ და პროფესიონალიზმა გაკვირვებული დამტოვა. მილანმა სტეფანოსთან ერთად კიდევ ერთი კარგი სტარტი აიღო. მართალია მიალნი ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოირჩევა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია. ის მე ანჩელოტის მაგონებს და ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია.

„სპალეტი ? ის ფეხბურთს ახლახანს დაუბრუნდა და ჩემი აზრით, ის ძალიან შეიცვალა, ის უფრო გახსნილია და დიალოგისთვის მზად არის, ადრე კი უფრო დაძაბული იყო. ლუჩიანო ძალიან კარგი სპეციალისტია, რომელსაც არ დავიწყებია, თუ როგორ აკეთოს თავისი საქმე.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან კარგი ფორვარდია, რომელმაც აჩვენა, რომ სირთულეები არ აშინებს და მათი გადაჭრა შეუძლია. მის მიმართ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩებში სრულიად კონცენტრირებულია და ყველა მატჩში ძალიან კარგ ტექნიკურ მახასიათებლებს და ხასიათს აჩვენებს.“